Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

     გავიმეორეთ განვლილი მასალა და გადავედით სიახლეებზე...
შევქმენით ფასილიტაციის რესურსი,გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს(რამდენი გვიშრომია...) და მოვაწესრიგეთ. ავტვირთეთ პორტფოლიოები ბლოგზე მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში,დრაივში ატვირთული მისამართის ლინკი და ლინკის გადატანა ბლოგზე.გავაკეთეთ სიის გაჯეტი.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა


გავიმეორეთ განვლილი მასალა,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაყრდნობით შევქმენით ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დავალებები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. 

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

               

        შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ პროექტის გეგმის შექმნის ეტაპები,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ მათი ნიმუშები.საშინაო დავალებად შევასრულებთ გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

       გამეორების შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის  დაფიქსირება, ბლოგზე კომენტარების მითითება,ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის ნიმუშზე და მასში შევისწავლეთ ბლოგის მენიუში წაშლა- აღდგენა,ფონის შეცვლა, სურათის ჩასმა,გაჯეტებით სარგებლობა(სურათის და გამოკითხვის დამატება).
     მოსწავლის ბლოგის ნიმუშის მისამართი  შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მე-4 დღე


მეცადინეობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა,თანდათან ვეცნობი სიახლეებს.
განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმა.პორტფოლიოს პრეზენტაცია ავაწყეთ სლაიდებზე და შევინახეთ საქაღალდეში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

1.გამეორება.
2.პროექტის გეგმაზე მუშაობა.

სტანდარტის დადგენა.
მიზნის განსაზღვრა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

მეცადინეობა დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,განვიხილეთ მიმართულების ..მიმცემი საკვანძო კითხვები,პროექტის გეგმაში შევავსეთ სტანდარტი,მიზანი.ინტელის გზამკვლევი(სახელმძღვანელო), ძალიან დამეხმარა და მომავალშიც გამოვიყენებ.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

 
                                  ტრენინგის მეორე დღე

1.საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა
2.წინა დღის მასალის გამეორება
3.word-ისინსტრუმენტის გაცნობა-გამეორება
4.ბუკლეტის დამზადება
5.ტრენინგ-დღის შეჯამება

სამუშაო დღე დავიწყეთ პროექტების მიმოხილვით,საინტერესო იყო პედაგოგების იდეების მოსმენა.გავიმეორეთ წინა დღის მასალა და word-ის ინსტრუმენტები,
დავამზადეთ ბუკლეტები და გადავგზავნეთ საკუთარ ელ-ფოსტაზე,სიახლე იყო ფაილების დაზეპვა-განზეპვის შესწავლა.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე


 ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით,გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის არსს,გზამკვლევს, რომელშიც შევისწავლეთ რესურსების ჩამოტვირთვა,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,საინტერესო იყო კურსის რესურსების გაცნობა და შენახვა,ძალიან დამაინტერესა პროექტების განხილვამ.ბლოგის შექმნა  ჩემთვის სიახლე იყო და მიხარია,რომ შევისწავლე.
ხვალინდელი დღე იმედია უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.