Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

          გავიმეორეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში,მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების მოკლე პრეზენტაციები,ბლოგში ვისწავლეთ გვერდების გაჯეტი და შევაჯამეთ ტრენინგი. ტრენინგმა ბევრი საინტერესო სიახლე მასწავლა, ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი.
            მადლობა ქალბატონ ქეთის...

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

     გავიმეორეთ განვლილი მასალა და გადავედით სიახლეებზე...
შევქმენით ფასილიტაციის რესურსი,გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს(რამდენი გვიშრომია...) და მოვაწესრიგეთ. ავტვირთეთ პორტფოლიოები ბლოგზე მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში,დრაივში ატვირთული მისამართის ლინკი და ლინკის გადატანა ბლოგზე.გავაკეთეთ სიის გაჯეტი.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა


გავიმეორეთ განვლილი მასალა,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაყრდნობით შევქმენით ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დავალებები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. 

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

               

        შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ პროექტის გეგმის შექმნის ეტაპები,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ მათი ნიმუშები.საშინაო დავალებად შევასრულებთ გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

       გამეორების შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის  დაფიქსირება, ბლოგზე კომენტარების მითითება,ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის ნიმუშზე და მასში შევისწავლეთ ბლოგის მენიუში წაშლა- აღდგენა,ფონის შეცვლა, სურათის ჩასმა,გაჯეტებით სარგებლობა(სურათის და გამოკითხვის დამატება).
     მოსწავლის ბლოგის ნიმუშის მისამართი  შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მე-4 დღე


მეცადინეობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა,თანდათან ვეცნობი სიახლეებს.
განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმა.პორტფოლიოს პრეზენტაცია ავაწყეთ სლაიდებზე და შევინახეთ საქაღალდეში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

1.გამეორება.
2.პროექტის გეგმაზე მუშაობა.

სტანდარტის დადგენა.
მიზნის განსაზღვრა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

მეცადინეობა დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,განვიხილეთ მიმართულების ..მიმცემი საკვანძო კითხვები,პროექტის გეგმაში შევავსეთ სტანდარტი,მიზანი.ინტელის გზამკვლევი(სახელმძღვანელო), ძალიან დამეხმარა და მომავალშიც გამოვიყენებ.